English

დრიმქორნერი

პრეზენტაცია PDF

ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, ზღვიდან 200 მეტრში, ბათუმიდან 7 კილომეტრის დაშორებით, მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი, დრიმქონერი შენდება. კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, იქ სადაც თერმული წლებია, კურორტ მახინჯაურში მთის ფერდობზე მდებარეობს და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა პირობას ქმნის.

დრიმქორნერის გამორჩეული ლოკაციის გამო, თითოეული ბინიდან ზღვის და მთის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

პროექტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ხორციელდება და არსებული ლანდშაფტზე სრულად მორგებულია. შენობა სულ 7 სართულიანია და 25 ბინას მოიცავს.

დრიმქორნერი იდეალურ სერვისებს და ინფრასტრუქტურას ქმნის ცხოვრების, განტვირთვისა და სოციალიზაციისთვის. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სკვერი და რეკრეაციული ზონა. დაგეგმილია მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცის მოწყობა, რომელიც 50 მანქანაზეა გათვლილი.

საცხოვრებელი კომპლექსის და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიდეო მონიტორინგის სისტემა მოეწყობა.

საცხოვრებელ კომპლექსში დრიმქორნერი, ბინები სურვილის მიხედვით ბარდება: თეთრი, შავი, ან სრულად მოწყობილი კონდიციით.