დრიმქორნერი

დასრულებული პროექტი, ბინები ზღვისა და მთის ხედებით

ბათუმიდან სულ რაღაც 5 კილომეტრში, ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, სუბტროპიკულ კურორტ მახინჯაურში, მთის ფერდობზე აშენდა მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი – დრიმქორნერი.

კომპლექსი უნიკალურ ლოკაციაზეა განთავსებული – აქ გაერთიანებულია ზღვისა და მთის პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი და თერმული წყლების სამკურნალო თვისებები. პროექტი სრულად ერგება არსებულ ლანდშაფტს და ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

დრიმქორნერი შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც მხოლოდ 25 ბინას მოიცავს – რაც სიმშვიდისა და პირადი სივრცის გარანტიას იძლევა. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • რეკრეაციული ზონა
  • მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი 20 მანქანაზე

დრიმქორნერი იდეალური სივრცეა ცხოვრების, განტვირთვისა და სოციალიზაციისთვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად და ბუნებასთან ჰარმონიაში.

საცხოვრებელი კომპლექსის და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიდეო მონიტორინგის სისტემა მოეწყობა.

საცხოვრებელ კომპლექსში დრიმქორნერი, ბინები თეთრი კარკასის კონდიციით იყიდება, თუმცა შესაძლებელია შეძენა სრული რემონტის მდგომარეობითაც.

პროექტში თავისუფალია ორი ბინა

68,1 კვ.მ ; პირველი სართული

68,1 კვ.მ, მეოთხე სართული

კონტაქტი

ბარათაშვილის ქ. #12, ბათუმი (6010)
+995 568 161111, +995 568201111
developmentnite@gmail.com