NITE Residence — ეს არის თანამედროვე, ელიტარული 7-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ჩაქვში, რომელიც აერთიანებს ბუნების სიმშვიდეს, ქალაქის კომფორტს და მაღალი ხარისხის არქიტექტურას. კომპლექსის პირველ და მეორე სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები და დახურული ავტოსადგომი, ხოლო ზედა ხუთ სართულზე — საცხოვრებელი ბინები ზღვისა და ბათუმის ულამაზესი ხედებით. პროექტში ყველა ბინას აქვს პანორამული ზღვის ხედი. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით — მზად არის საცხოვრებლად ან გაქირავებისთვის.
პროექტი მოიცავს ყველა იმ საჭირო სივრცეს, რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია:
ბინების დიზაინი გამოირჩევა თანამედროვე სტილით, ბუნებრივი ტექსტურებით და შუქით გაჯერებული სივრცეებით. გათვლილია როგორც მუდმივ საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
დღეს შენ გაქვს შესაძლებლობა აირჩიო ბინა პრესტიჟულ პროექტში და ისარგებლო პრესეილის საუკეთესო შეთავაზებით. მიმდინარე ფასი ეტაპობრივად გაიზრდება სამშენებლო პროცესის პროგრესთან ერთად.
ჩაქვი — ბათუმის მახლობლად მდებარე მზარდი კურორტია, რომელიც აერთიანებს სიმშვიდეს, ზღვასთან სიახლოვეს და უნიკალურ კულტურულ გარემოს. აქ ხარ ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თუმცა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ახლოს.
პროექტის მდებარეობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში — ზღვამდე სავალი გზა მხოლოდ 2 წუთია და შენს სახლს აქვს პირდაპირი გადასასვლელი სანაპიროზე. პროექტთან ახლოს მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკი, ბოტანიკური ბაღი, რომანოვების სასახლე (50 მეტრში), ასევე ლაო ჯინ ჯაოს სახლ-მუზეუმი (100 მეტრში), რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ჩაქვში აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, იზრდება ტურისტული ნაკადი და მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. დღეს გაქვს შანსი, სწორ დროს მიიღო გადაწყვეტილება და შეიძინო ბინა მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდილი ღირებულების მქონე ლოკაციაზე.